ადამიანის პირველი დასახლებები ავსტრალიის კონტინენტზე დაახლოებით 42,000-48,000 წლის წინ დაიწყო. სავარაუდოდ კონტინენტზე დასახლებული ადამიანები იყვნენ ავსტრალიის თანამედროვე აბორიგენების წინაპრები. პირველი Homo sapiens ავსტრალიაში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან ჩამოვიდა. გადმოსულთა უმეტესობა მონადირეები და მიწათმოქმედები იყვნენ. ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებნი ძირითადად მებაღეობასა და მონადირეობა-მოსავლის აღებას ეწეოდნენ.
ავსტრალიის ტერიტორიის პირველი ევროპული დაზვერვა განახორციელა ჰოლანდიელმა ნავიგატორმა, უილემ ჯენსზუნიმ, რომელმაც 1606 წელს იორკის ნახევარკუნძულის სანაპირო აღმოაჩინა. XVII საუკუნის განმავლობაში ჰოლანდიელებმა მოიარეს ავსტრალიის დასავლეთის და ჩრდილოეთი საზღვაო საზღვრები და ამ ტერიტორიას უწოდეს ახალი ჰოლანდია, მაგრამ დასახლება არ უცდიათ. 1770 წელს ინგლისელმა ჯეიმს კუკმა გაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს რუკა, რომელსაც ახალი სამხრეთი უელსი დაარქვა და დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა. კუკის აღმოჩენის მეშვეობით ბრიტანეთის იმპერიამ დამსჯელი კოლონია დააარსა. 1788 წლის 26 იანვარს კაპიტან არტურ ფილიპის ხელმძღვანელობით ახალი სამხრეთი უელსის ბრიტანე თის ზღვის გადაღმა კოლონიების მოსახლეობამ დასახლება პორტ-ჯექსონში დაიწყო. მომავალში ეს დღე გამოცხადდა ავსტრალიის ეროვნულ დღედ. ამჟამად ტასმანიის სახელით ცნობილი ვანდიმენის მიწა დასახლდა 1803 წელს, ხოლო ცალკე კოლონია იგი 1825 წელს გახდა. 1829 წელს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოითხოვა ავსტრალიის დასავლეთი ნაწილი.
ბრიტანეთის ადმინისტრაციამ სამხრეთი უელსი რამდენიმე კოლონიად დაყო — 1836 წელს შეიქმნა სამხრეთი ავსტრალია, 1851წელს — ვიქტორია, ხოლო 1859 წელს — კუინზლენდი. ჩრდილოეთი ტერიტორია გაჩნდა 1911 წელს სამხრეთი ავსტრალიისგან გამოყოფის შემდეგ. სამხრეთი ავსტრალია დააარსეს როგორც "თავისუფალი პროვინცია" — რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არასდროს იყო დამსჯელი კოლონია. ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია ასევე დააარსეს "თავისუფლად", თუმცა შემდეგ მაინც მიიღეს გადმოყვანილი მსჯავრდადებულები. მსჯავრდადებულების გადმოყვანა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიაში 1848 წელს შეწყდა ახალმოსახლეების პროტესტის შემდეგ.
წყარო: ka.wikipedia.org
სანდოობა: ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობები დამატებითი ინფორმაციისთვის.



No comments:
Post a Comment